The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამუელ ბუაჩიძე

სამუელ ბუაჩიძე
სხვა სახელი:ნოე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1882
გარდაცვ. თარიღი:3 ივლისი, 1918  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ფარცხნალი, ხარაგაულის რაიონი (შორაპნის მაზრა),
კატეგორია:თანამდებობის პირი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ფარცხნალი, ხარაგაულის რაიონი(შორაპნის მაზრა).  

დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და მასწავლებელთა კურსები.

1905 წელს იყო რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი, ბელაგორის(ხარაგაული) ბოლშევიკური ორგანიზაციის მეთაური და დასავლეთ საქართველოში გლეხთა შეიარაღებული გამოსვლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1906-1907წწ. აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ვლადიკავკაზში, დონის როსტოვსა და მოსკოვში. რევოლუციურ მოღვაწეობისათვის სამხედრო-საველე სასამართლოს გადასცეს. მას სიკვდილი დასჯა მოელოდა, მაგრამ გაიქცა. 1907 წელს მოსკოვში დააპატიმრეს და 4 წლის საკატორღო მუშაობა, ხოლო შემდეგ ციმბირში სამუდამოდ გადასახლება მიუსაჯეს. 1911 წელს საზღვარგარეთ გაიქცა. ჯერ თურქეთში ცხოვრობდა, შემდეგ ბულგარეთში, სადაც დაუახლოვდა ბულგარეთის რევოლუციური მოძრაობის ბელადებს დ. ბლაგოევს და გ. დიმიტროვს, მონაწილეობდა ბულგარეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის მემარცხენე მიმდინარეობის–"ვიწრო სოციალისტების" მუშაობაში, აქვეყნებდა სტატიებს ბულგარეთის პრესაში. 1914-1915წწ. წერილობითი ურთიერთობა დაამყარა ლენინთან. ბულგარეთიდან შვეიცარიაში გადავიდა და ჟენევის ბოლშევიკური ჯგუფის აქტიური წევრი გახდა. იქ პირადად გაიცნო  ლენინი, მუშაობდა რსდმპ (ბ) ცკ-ის დავალებით. 1917 წლის აპრილში ემიგრაციიდან რუსეთში დაბრუნდა. პარტიის ცკ-მა იგი გაგზავნა ქ. ვლადიკავკაზში, სადაც ს. კიროვთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისა და განმტკიცებისათვის ბრძოლაში. ენერგიულად იბრძოდა თერგის ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის აღდგენისათვის, თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისათვის. 20 ივნისს მიტინგზე გამოსვლის დროს მოკლეს კონტრევოლუციონერებნა. რევოლუციონერი, პარტიული მუშაკი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.488

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ვლადიკავკაზის ბოლშევიკური ორგანიზაცია, თავმჯდომარე
  • ვლადიკავკაზის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმი, წევრი
  • თერგის საბჭოთა რესპუბლიკის სახკომსაბჭო, თავმჯდომარე (1918-)
  • კომუნისტური პარტია, წევრი (1902-1918)
  • რსდმპ (ბ) კავკასის სამხარეო კომიტეტი, წევრი

გააზიარე: