The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ გოცაძე

დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1929
გარდაცვ. თარიღი:12 მარტი, 1993  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჭიათურის რაიონი, სოფელი ბიღა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1951 წელს.

1951 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკდემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1973 წლიდან გარდაცვალებამე იყო რეგიონალური სეისმოლოგიის განყოფილების გამგე; დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სეისმური სადგურების ქსელის ეფექტიანობის დადგენასა და განსაკუთრებით სეისმური ობსერვატორიის  "თბილისის" დაარსებაში (1976); მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა კავკასიის მიწისძვრათა საინფორმაციო–საძიებო კომპიუტერული სისტემა და საქართველოს ტერიტორიული სეისმური დარაიონების ნორმატიული რუკა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; გეოფიზიკოსი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.128

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: