შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არკადი გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფელი წესი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1915 წელს. 1931-1936წწ. იყო თბილისის ფუნქციურ ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი; 1934-1954წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრას; იკვლევდა ბავშვთა ფსიქიატრიის საკითხებს, ნერვოზებს, ფუნქციურ ნერვულ დაავადებებს; შეიმუშავა მკურნალობის მეთოდი, რომელიც "გოცირიძის სიმპტომის" სახელითაა შესული ფსიქიატრიულ ენციკლოპედიაში; მისი სახელი აქვს მინიჭებული თბილისის ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერსა და მის კოჯრის სტაციონარს; ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1941). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.129 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |