The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ქურხული

დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1978 წელს, 1991 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1978-1981წწ., 1985-1987წწ. იყო "საქქალაქმშენსახპროექტის" ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1987-1988წწ. უფროსი ინჟინერი; 1988-1990წწ. "თბილქალაქმშენის" სმკ N4 მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1990-1992წწ. კარკასულ-პანელოვანი ქარხნის დირექოტრი; 1992-1994წწ. შპს "ოლიმპიკორპ-კონსტრაქრმშენის" გენერალური დირექტორი; 1994-1997წწ. სმკ "ლილოს" მშენებარე კომბინატის დირექტორი; 1997-1998წწ. თბილისის კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 1998 წლიდან სამგორის რაიონის გამგებელი; არის 7 სამეცნიერო სტატიის ავტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კომბინირებული სივრცითი დაბურვები", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - თბ., 1998-1999. - გვ.332; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.580

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: