შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა აბასთუმანი. დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საწარმოო დანადგარების ავტომატიზაციის ფაკულტეტი 1977 წელს. 1980 წლიდან მუშაობდა უშიშროების სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობაზე; 1994-1998წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; 1998-2001წწ. საქართველოს უშიშროების მინისტრი; 2001 წლის 31 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მან გადადგომის თაობაზე განაცხადა; გავრცელებული ინფორმაციით მისი გადადგომა დაკავშირებული იყო დამოუკიდებელი ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ოფისში 30 ოქტომბერს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა შესვლისა და ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების მცდელობის გამო; პრეზიდენტმა ვ. ქუთათელაძის განცხადება დააკმაყოფილა; 1996-2004წწ. იყო საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი; 2001 წლის შემდეგ დასაქმებული იყო კერძო ბიზნესში; გენერალ-ლეიტენანტი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - თბ, – 1998-1999. - გვ. 331; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.132-133; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.289 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |