The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ქორიძე

ზურაბ ქორიძე
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1942  (79 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრეწველობის დაგეგმვისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი 1970 წელს.

1965 წლიდან იყო ხელსაწყომშენებელი ქარხნის ეკონომისტი, განყოფილების უფროსი; 1972 წლიდან ქალაქის პარტიის კომიტეტის მრეწველობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1973 წლიდან "სპორტნაწარმის" ქარხნის დირექტორი; 1980 წლიდან შრომის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987 წლიდან სპორტკომიტეტის სპორტული ორთაბრძოლების სამმართველოს უფროსი; 1992-1995წწ. პარტიული და სამეურნეო ხელმძღვანელების გადამზადების ცენტრის ლექტორი, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1995-1999წწ. საქართველოს პარლამენტის მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - თბ.,1998-1999. - გვ. 330; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 341

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1993-)

გააზიარე: