შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ბრეგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1985 წელს. 1985–1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათესრის კლინიკური ორდინატორი; 1987–1994წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1988–1989წწ. რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი–მეთოდისტი; 1989–1993წწ. პაროდონტოზის განყოფილების ექიმი–სტომატოლოგი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი–სტომატოლოგია. ავტორია 16 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ექიმი–სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს რესპუბლიკის მოზრდილი მოსახლეობის სტომატოლოგიურ დაავადებათა გავრცელების შესწავლა და ამბულატორიულ–თერაპიული და ქირურგიულ–სტომატოლოგიური დახმარებისათვის ექიმთა ნორმატივების მოთხოვნების განსაზღვრა", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.45 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |