The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ბრეგაძე

დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1967  (56 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1989 წელს.

1989–1991წწ. მუშაობდა გარდაბნის რაიონულ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში; 1991–1994წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრაზე; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტია. ავტორია 18 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ყბა–სახის ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. ექიმი–სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქვედა პროგნათიის ქირურგიული მკურნალობის ზოგიერთი მეთოდის შედარებითი შეფასება", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.46

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, წევრი (1997-)
  • საქართველოს ყბა–სახის ქირურგთა და სტომატოლოგთა ასოციაცია, წევრი (1991-)
  • ყბა–სახის ქირურგთა და სტომატოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1997-)

გააზიარე: