The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოცირიძე

გიორგი გოცირიძე
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1899
გარდაცვ. თარიღი:12 ნოემბერი, 1959  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. განჯა, აზერბაიჯანი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი, სპეციალობით ინჟინერ-მექანიკოსი 1923 წელს.

მუშაობდა საქართველოს "მეტალოტრესტის" საწარმოებში; 1935 წლიდან - თბილისის 26 კომისრის სახელობის ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1945-1959წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრის გამგე. მის მიერ შემუშავებული ამძრავების კინემატიკური გაანგარიშების განზოგადებულ მეთოდსა და ფორმულებს იყენებდნენ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, საპროექტო–საკონსტრუქტორო ორგანიზაციები და ჩარხსაშენებელი ქარხნები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საქართველოში დაზგათმშენებლობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.129; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.208


გააზიარე: