შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ქვაჩახია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოქუმი, გალის რაიონი. დაამთავრა ტაშკენტის რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტის სამოქალაქო - სამრეწველო სამშენებლო ფაკულტეტი 1979 წელს. 1968-1970წწ. სამხედრო სამსახური; 1971-1972წწ. აშხაბადის რკინიგზის სამშენებლო სამმართველო; 1972-1977წწ. ტაშკენტის სამშენებლო ინსტიტუტის აშხაბადის ფილიალის ლაბორანტი; 1977-1978წწ. სამშენებლო სამონტაჟო სამმართველოს ინჟინერ-ტექნიკოსი; 1978-1979წწ. სოფლის მშენებლობის სამინისტროს ტრესტის ინჟინერი; 1979-1980წწ. მოძრავი მექანიზირებული კოლონის ტექნიკური გან-ის უფროსი; 1980-1981წწ. მმკ 41-ის სამუშაოთა მწარმოებელ; 1981-1985წწ. მმკ 72-ის მთავარი ინჟინერი; 1985-1988წწ. სარემონტო სამონტაჟო კომბინატის ინჟინერ-მშენებელი; 1988-1997წწ. საქეთერზეთმშენის ოჩამჩირის 4 უბნის უფროსი; 1998-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 328; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 338; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |