The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილარიონ გოცირიძე

ილარიონ გოცირიძე
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1897
გარდაცვ. თარიღი:22 მარტი, 1968  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვედევიჩის სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ხოტევი.

დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო–სატრანსპორტო ინსტიტუტი 1929 წელს.

1929-1933წწ. მუშაობდა შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის რკინიგზების მშენებლობაზე; 1993 წლიდან მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, თავდაპირველად უბნის, შემდეგ შახტის უფროსად; 1937-1938წწ. იყო "მოსმრეწვმშენის" ტრესტის მმართველი; 1939 წლიდან მოსკოვის მეტრომშენის უფროსი; 1941-1953წწ. სსრკ მიმოსვლის გზათა სახალხო კომისრის მოადგილე; 1954-1962წწ. სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის მინისტრის მოადგილე; მისი ხელმძღვანელობით ააშენეს სადგურები "Красные ворота" და "Площадь Маяковского"; დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები; მშენებელი ინჟინერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.130

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1949 - ლენინის ორდენი
  • 1947 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1945 - კუტუზოვის I ხარისხის ორდენი
  • 1943 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1940 - ლენინის ორდენი

გააზიარე: