შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ქაშაკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1958წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროს ჩამომსხმელი, ოსტატი, უბნის უფროსი; 1958-1969წწ. საამქროს უფროსის თანაშემწე; 1969-1979წწ. მარტენის საამქროს უფროსი; 1979-1983წწ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი; 1983-1994წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1994 წლიდან სამთო მეტალურგიული კონცერნის პრეზიდენტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი რუსთავის №3 საარჩევნო ოლქიდან. არის 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (5 მონოგრაფია), 65 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1964, 1982), დამსახურებული გამომგონებლის წოდება (1986). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლითონის ღუმელგარეშე დამუშავების უწყვეტი ჩამოსხმის სრულყოფა, ზემტკიცე მილების წარმოება", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 326; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.65; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.337; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.283 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |