The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ქაშაკაშვილი

გურამ ქაშაკაშვილი
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1958წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროს ჩამომსხმელი, ოსტატი, უბნის უფროსი; 1958-1969წწ. საამქროს უფროსის თანაშემწე; 1969-1979წწ. მარტენის საამქროს უფროსი; 1979-1983წწ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი; 1983-1994წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1994 წლიდან სამთო მეტალურგიული კონცერნის პრეზიდენტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი რუსთავის №3 საარჩევნო ოლქიდან. არის 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (5 მონოგრაფია), 65 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1964, 1982), დამსახურებული გამომგონებლის წოდება (1986). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლითონის ღუმელგარეშე დამუშავების უწყვეტი ჩამოსხმის სრულყოფა, ზემტკიცე მილების წარმოება", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 326;  საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.65; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.337; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.283

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "იმედი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი
  • უკრაინის საინჟინრო აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მეტალურგიის დარგის მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრების აღზრდა-განათლებაში, წარმოებაში მოწინავე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1988-1993 წლებში შესრულებული ნაშრომისათვის -''ალუნიმინთერმული მეთოდით საწარმოო ნარჩენებისგან ფეროსილიკოალუმინის კომპლექსური შენადნობის მიღებისა და ფოლადის განჟანგვის პროცესში მისი გამოყენების ტექნოლოგიის დანერგვა''.
  • 1983 - ლენინის ორდენი
  • 1975 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1974 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: