The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ქაფიანიძე

ზურაბ ქაფიანიძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1937
გარდაცვ. თარიღი:4 ივლისი, 2011  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკიეთი, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1961 წელს; ქუთაისის წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ფილოლოგის სპეციალობით.

1956-1960წწ. ქუთაისის წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, სამხედრო კათედრის ოფიცერი; 1961-1964წწ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1964 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. შესრულებული აქვს როლები: მიხა ("მიხა", 1964), აპარეკა ("ხევსურული ბალადა", 1965), ჩოფე ("ცისკრის ზარები", 1967), ივანე ("ივანე კოტორაშვილის ამბავი", 1974), პაპაი ("წიგნი ფიცისა", 1983) და სხვ.; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოცემული აქვს წიგნები.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 325; აქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი. - თბ. -2015. -გვ. 337

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "XXI საუკუნე", წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თავისუფლება", წევრი (2003-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2002)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • უკრაინის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: