The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გოცირიძე

მიხეილ გოცირიძე
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:25 მაისი, 1975  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1925 წელს.

1923 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; 1925 წლიდან მუშაობდა მხატვრად თბილისის თეატრებში; 1929 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი; გააფორმა სპექტაკლები მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში: "უჩინმაჩინი", "ნატვრისთვალი", "ჩვენი ნაცნობები", "ორი რეკორდი"; თბილისის მოზარ მაყურებელთა ქართულ თეატრში: "რობინ ჰუდი", "სურამის ციხე", "ნაცარქექია", "კომბლე"; ასევე გააფორმა ფილმები: "ბანაკი მთაში" (1930), "უდაბნო" (1932), "უჟმური" (1934), "მდინარის იქით" (1935), "ორი მეგობარი" (1936), "გიორგი სააკაძე"  (1943), "დაგვიანებული სასიძო" (1939); მუშაობდა დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში; სცენოგრაფი, კინოს მხატვარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.130

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: