The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაყვალა ქასრაშვილი

მაყვალა ქასრაშვილი
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი 1965 წელს.

1966 წლიდან მოსკოვის დიდი აკადემიური თეატრის სოლისტია; მღეროდა ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენოპერას", ლონდონის "კოვენტგარდენის", მიუნჰენის, სავონლინის, კანადის, ვენის, ჩიკაგოს, ვაშინგტონის, ტოკიოსა და მსოფლიო სხვა საოპერო თეატრების სცენებზე. ასრულებდა პარტიებს ჩაიკოვსკის, რიმსკი-კორსაკოვის, პროკოფიევის, ბიზეს, ვერდის, მასკანის და სხვ. ოპერებში. მისი კამერული რეპერტუარი ძირითადად ჩაიკოვსკისა და რახმანინოვის რომანსებს მოიცავს; თანამშრომლობს სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან. ზურაბ სოტკილავასთან ერთად ქუთაისში დააარსა ფესტივალი "საოპერო სცენის ოსტატები" (1984, 1985, 1987). მიღებული აქვს ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის I პრემია (1964), მონრეალის (კანადა) ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის II პრემია და სპეციალური პრიზი (1973). 2000 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო ჯგუფის მხატვრული ხელმძღვანელია.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ.,1998-1999. - გვ. 325; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.189

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1997 - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია
  • 1986 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1983 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: