The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორ გოცირიძე

ნესტორ გოცირიძე
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1 აგვისტო, 2007  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტი 1935 წელს.

1949 წლიდან იყო მეცხოველეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სამეცნიერო ინსტიტუტის მეძროხეობისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის განყოფილების გამგე; 2002-2005წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკური–სავეტერინარო უნივერსიტეტის მეძროხეობისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე კონსულტანტ–პროფესორად; სომეხ და აზერბაიჯანელ მეცნიერებთან ერთად გამოიყვანა ძროხის ახალი ჯიში "კავკასიური წაბლა"(1960); მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ქართველ ზოოტექნიკოსთა კადრები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1985).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.130; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.18

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: