შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1893-1921წწ. მუშაობდა მღებავად რკინიგზის დეპოში (თბილისი); პირველად 12 წლისამ ითამაშა ზ. ანტონოვის პიესაში "ქოროღლი" პატარა ბიჭის როლი. ამის შემდეგ ხშირად გამოდიოდა ეპიზოდურ როლებში. 1921 წელს მიიწვიეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, ხოლო 1930 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. სულ შესრულებული აქვს 300-ზე მეტი როლი: განსაკუთრებით გაითქვა სახელი ვაჭარ–ხელოსანთა ტიპების განსახიერებით; მისი მნიშვნელოვანი როლებია: გიქო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), გიჟმოზე (გ. სუნდუკიანის "დაქცეული ოჯახი"), პოლონიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), კოსტილევი (მ. გორკის "ფსკერზე"); აკოფა, სტეფან მაკარიჩი (ა. ცაგარელის "ხანუმა", "ციმბირელი"),გეურქა (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება"), ფიჩხულა (გრ. რობაქიძის "უდეგა"),იშაი (გ. ბააზოვის "მინჯები ალაპარაკდნენ", ერში (იუშკევიჩის "მეფე") და სხვა. ნ. გოცირიძეს შესანიშნვი ხმა ჰქონდა და 1893 წ. მომღერალთა გუნდში ჩარიცხეს; ვასო აბაშიძესთან ერთად გამოდიოდა კონცერტებში და მღეროდა. ნ. გოცირიძემ შექმნა ოსური თეატრი საქართველოში. პირველი ოსური წარმოდგენა "ბიძა" მან გამართა ზუბალაშვილების სახალხო თეატრში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.130; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ. 88-89 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |