Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბრეგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1921 წელს. 1937 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაარსა ცხოველთა ქცევის განყოფილება, 1952 წლამდე იყო ამ განყოფილების ხელმძღვანელი. 1960–1978წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრას; 1931 წელს დააარსა უმაღლესი ნერვული მოქმედებების განყოფილებები ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვის ინსტიტუტში, 1933 წელს კი ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტთან არსებულ დედათა და ბავშვთა დაცვის ინსტიტუტში; 1951 წელს ფიზიოლოგიური ლაბორატორია მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში; 1926–1978წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ფიზკულტურის და ზოოვეტერინარულ და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1971–1978წწ. ხელმძღვანელობდა უმაღლესი სასწავლებლების ფიზიოლოგთა სამეცნიერო კონფერენციებს. არის პირველი ნეიროთეოლოგიური გამოკვლევის ავტორი. ფიზიოლოგი. პირველი ქართველი ზოოფსიქოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1954). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.478; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 1977. - გვ. 511-512 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |