The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ბრეგაძე

დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1911  (110 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცუცხვათი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის უმაღლესი კომუნისტური სასწავლებელი 1937 წელს.

1932 წლიდან იყო ტყიბულის რაიონის მუშათა და გლეხთა საკონტროლო კომისიის ინსპექტორი; 1936 წლიდან იყო წითელი არმიის რიგებში; მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მსახურობდა კონსტანტინე ლესელიძის სახელობის  63–ე საარტილერიო პოლკში; 1946–1948წწ. იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ბიუროს თბილისის კომიტეტის ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1949–1953წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების სექტორის გამგე და ჟურნალ "აგიტატორის ბლოკნოტის " რედაქტორი; 1945–1959წწ. წლებში თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის მარქსიზმ–ლენინიზმის კათედრის გამგე; 1959–1967წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1967–1984წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1964), პროფესორი(1969).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.479

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: