The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ქარსანოვი

ნიკოლოზ ქარსანოვი
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:2001  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946-1949წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ორდინატორი; 1949-1954წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების კლინიკური ორდინატორი; 1954-1956წწ. უმცროსი, 1956-1965წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1965-1967წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 1967-1972წწ. ლაბორატორიის გამგე; 1972 წლიდან სამედიცინო ბიოფიზიკის სამეცნიერო კვლევითი რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. არის 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სამედიცინო ბიოფიზიკის სამეცნიერო კვლევითი რესპუბლიკური ცენტრის დამაარსებელი, სამედიცინო ბიოფიზიკოსთა სკოლის შემქმნელი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის შეკუმშვადი და სარკორლაზმური ცილები გულის ნაკლოვანების დროს და პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში",  დაიცვა 1964 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 322

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის ფედერაციის სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1996-)
  • საქართველოს სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სამედიცინო ბიოფიზიკოსთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1981 - შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: