| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ბოჭორიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაციხარი, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1922 წელს. 1921 წელს მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ არქივში, იყო საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ეროვ. საუნჯის გადარჩენის საქმეში. 1923–1926წწწ. თავის თანამოაზრეებთან ერთად მოუყარა თავი ქართლ-კახეთის, მესხეთ-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმში არსებულ ისტორიულ ნივთებს, სიგელგუჯრებს, ეტრატებსა და საარქივო მასალის მდიდარ კოლექციას და თბილისისა და ქუთაისის არქივსაცებს გადასცა დასაცავად. მონაწილეობდა ქართლ–კახეთში, მესხეთ–ჯავახეთში, იმერეთსა და რაჭა–ლეჩხუმში არქეოლოგიურ ექსპედიციებში. განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ მიკვლეული ჯვარისის ეპიგრაფიკული ძეგლი (რაჭა) და თაბორის ოთხთავი (XI საუკუნე). 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და გადაასახლა. გადასახლებაში მოკლეს მძარცველებმა. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი არქეოგრაფიული შრომები: "ორი ფიქალწერილი" ("საისტორიო მოამბე", 1925, წ. 1), "ფურცელაანთეული ქრონიკა" (იქვე), "რაჭის ისტორიული ძეგლები" ("საქართველოს მუზეუმის მოამბე", 1930, ტ. 5; 1933-1935, ტ. 7-8) და სხვა. არქივთმცოდნე, არქეოგრაფი და წყაროთმცოდნე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.476; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

