The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გოძიაშვილი

ალექსანდრე გოძიაშვილი
დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1941  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვარშავის სამხედრო სასაფლაო, პოლონეთი
კატეგორია:პუბლიცისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ–პეტერბურგი.

დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი 1916 წელს; ვარშავის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი.

1918 წლამდე მსახურობდა ბახჩისარაის საკავალერიო პოლკში; 1914-1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; 1918 წელს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს; 1919-1922წწ. იყო პოლონეთის ეროვნული არმიის კავალერიის როტმისტრი; ჟურნალ "სინათლის ხმის" რედაქტორ–გამომცემელი; მჭიდროდ თანამშრომლობდა სხვა ქვეყნების ქართულ ემიგრაციასთან; გამოსცა საყურადღებო ნაშრომი "საქართველოს სახელმწიფოს ამოცანები საერთაშორისო სამართლის შუქზე". დაჯილდოებულია პოლონეთის საბრძოლო ჯილდოებით; სამხედრო და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.131; გაზეთი კვირის პალიტრა: kvirispalitra.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის სახელობის ჯვარი

გააზიარე: