Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასო გოძიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა დრამატურგიულ სტუდიაში 1922-1924წწ. 1924–1930წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1930 წლიდან გარდაცვალებამდე კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; მის მიერ შექმნილი ლუარსაბ თათქარიძის სახე ("კაცია–ადამიანი?!", ი. ჭავჭავაძის მიხედვით) ქართულ თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული აქტიორული სკოლის ერთ–ერთი ბრწყინვალე მონაპოვარი; სხვა როლები: ახმა (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), რუი ბლაზი (ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), მეფე ერეკლე (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), რიჩარდ III (უ. შექსპირის "რიჩარდ III"); აღსანიშნავია მის მიერ დადგმული სპექტაკლი "ძველი ვოდევილები", "ბუტიაობა" (ა. წერეთლი), "ოინბაზი" (ა. ცაგარელი), "სასამართლოში" (ბახუტაშვილი), სადაც თვითონ ბრწყინვალედ შეასრულა ტიგრან ოფოფიანცის, არშაკას და სპექტაკლის წამყვანის – მოხუცი მსახიობის – როლები; ასევე წარმატებით მოღვაწეობდა კინოში – სიკო ("ქეთო და კოტე", 1948), ავეტიკა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965), კათალიკოსი მელქისედეკი ("დიდოსტატის მარჯვენა", 1970) და სხვ. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში, არის ესტრადის მსახიობთა I საკავშირო კონკურსის ლაურეატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.131; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.243 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |