შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარეხ გოძიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს. 1953 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; ამავე წელს დაარსდა ვოკალურ–საკრავიერი ტრიო, რომელსაც დიდხანს ხელმძღვანელობდა; არის მრავალი სიმღერის პირველი შემსრულებელი; დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ქალაქური სიმღერის პროპაგანდაში; მართავდა კონცერტებს სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთ; მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან პოპულარობით სარგებლობდა – შ. მილორავას "ყვავილებში დამეკარგე", "შემირიგდი", გ. ცაბაძის "გამოღმით შენ ხარ", მისი საკუთარი "წაღვერი და თბილისი" და "მაგნოლია" (ა. თევზაძისა და ი. ნონეშვილის ლექსებზე). 1957 წელს მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI და 1959 წლის ვენის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.131; საქართველოს ნეკროპოლო: georgianencyclopedia.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.186 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |