შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა ქამხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1981 წელს. 1981 წელს მუშაობდა ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში; 1981-1984წწ. იყო მოსკოვის საკავშირო პროკურატურის ინსტიტუტის ასპირანტი; 1984-1988წწ. საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1991წწ. იუსტიციის მინისტრის თანაშემწე, სამართლის პროპაგანდის სამმართველოს უფროსი, კოლეგიის წევრი; 1991-1998წწ. ნაძალადევის რაიონის მოსამართლე. არის ერთი მონოგრაფიის, სამეცნიერო-პოპულარული ბროშურისა და 11 სამეცნიერო სტატიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სასჯელის ინდივიდუალიზაცია გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის", დაიცვა 1985 წელს (მოსკოვი). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 322 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |