The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გოგი ქავთარაძე

გოგი ქავთარაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი ქავთარაძე
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1940  (77 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1967 წელს.

1958-1963წწ. იყო მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი; 1963-1969, 1972-1976წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969-1972წწ. ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1974-1976წწ. თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1976-1982წწ. ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1982-1992წწ. სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი; 1992-1999წწ. ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, სპექტაკლებში განსახიერებული აქვს 25 როლი, გადაღებულია 34 ფილმში. ავტორია პიესისა "ბრალდება"(რ. სტურუასთან ერთად), მრავალსერიანი ფილმისა "ოქროს ობობა"(დ. კვირცხალიასთან და მ. ანთაძესთან ერთად), კინოსცენარისა "ტკბილი სევდა".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 321


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1958-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1965-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • ღირსების ორდენი
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: