შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ გოძიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქართული დრამატული სტუდია მოსკოვში 1926 წელს. 1917 წლიდან დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ბათუმში; 1918 წლიდან მსახიობად მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრში, სოხუმის, ჭიათურის, თეატრებში; მუშაობდა რეჟისორად და მსახიობად ქუთაისის და ბათუმის თეატრებში; 1932-1935წწ. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში; 1936-1947წწ. ხელმძღვანელობდა ფოთის თეატრს; 1948-1956წწ. იყო თბილისის სანკულტურის თეატრის რეჟისორი; 1956-1958წწ. მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მთავარ რეჟისორად; 1923-1930წწ. იყო თბილისის ესტრადის თეატრის ხელმძღვანელი და რეჟისორი; 1935-1936წწ. ბათუმის მუშა–ახალგაზრდობის თეატრის რეჟისორი; დადგმული აქვს უამრავი სპექტაკლი, მათ შორის: სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" (ფოთის თეატრი), კ. გულცკოვის "ურიელ აკოსტა"(ფოთის თეატრი), თ. სვანის "სვანეთის მთები" (თბილისის სანკულტურის თეატრი), დ. თაქთაქიშვილის "შარავანდედი" (ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრი), გ. ქელბაქიანის "ხმა გულისა" (ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.132 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |