The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გოძიაშვილი

ნიკოლოზ გოძიაშვილი
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1899
გარდაცვ. თარიღი:24 აგვისტო, 1965  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქართული დრამატული სტუდია მოსკოვში 1926 წელს.

1917 წლიდან დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ბათუმში; 1918 წლიდან მსახიობად მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრში, სოხუმის, ჭიათურის, თეატრებში; მუშაობდა რეჟისორად და მსახიობად ქუთაისის და ბათუმის თეატრებში; 1932-1935წწ. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში; 1936-1947წწ. ხელმძღვანელობდა ფოთის თეატრს; 1948-1956წწ. იყო თბილისის სანკულტურის თეატრის რეჟისორი; 1956-1958წწ. მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მთავარ რეჟისორად; 1923-1930წწ. იყო თბილისის ესტრადის თეატრის ხელმძღვანელი და რეჟისორი; 1935-1936წწ. ბათუმის მუშა–ახალგაზრდობის თეატრის რეჟისორი; დადგმული აქვს უამრავი სპექტაკლი, მათ შორის: სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" (ფოთის თეატრი), კ. გულცკოვის "ურიელ აკოსტა"(ფოთის თეატრი), თ. სვანის "სვანეთის მთები" (თბილისის სანკულტურის თეატრი), დ. თაქთაქიშვილის "შარავანდედი" (ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრი), გ. ქელბაქიანის "ხმა გულისა" (ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.132

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: