The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ბოხუა

თამაზ ბოხუა
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:10 აპრილი, 2001  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს; 1962-1965წწ. იყო ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი "სამშენებლო მექანიკისა და დრეკადობის თეორიის" სპეციალობით.

1966-1978წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1986წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე; 1986 წლიდან - თბილჰიდროპროექტში, სადაც 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა პერსპექტიული დაგეგმარების განყოფილებას. მისი ნაშრომები უმთავრესად მიძღვნილია თაღოვანი კაშხალების სიმტკიცისა და საიმედოობის საკითხებისადმი; მან შეიმუშავა და დანერგა თაღოვანი კაშხალების საიმედოობის შეფასების მეთოდი სეისმური ზემოქმედების გათვალისწინებით, რომელიც დაფუძნებულია გარსთა თეორიის სტოქასტიკურ სასაზღვრო ამოცანის ამოხსნის ბუბნოვ-გალიორკინის მეთოდზე. მოღვაწეობდა სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის ჟანრში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.476; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.192-193

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საინჟინრო აკადემიასთან არსებული ტექნიკურ მეცნიერებათა ისტორიის კვლევის სამეცნიერო ცენტრი, ხელმძღვანელი (1991-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1996-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: