Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ბოხუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს; 1962-1965წწ. იყო ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი "სამშენებლო მექანიკისა და დრეკადობის თეორიის" სპეციალობით. 1966-1978წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1986წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე; 1986 წლიდან - თბილჰიდროპროექტში, სადაც 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა პერსპექტიული დაგეგმარების განყოფილებას. მისი ნაშრომები უმთავრესად მიძღვნილია თაღოვანი კაშხალების სიმტკიცისა და საიმედოობის საკითხებისადმი; მან შეიმუშავა და დანერგა თაღოვანი კაშხალების საიმედოობის შეფასების მეთოდი სეისმური ზემოქმედების გათვალისწინებით, რომელიც დაფუძნებულია გარსთა თეორიის სტოქასტიკურ სასაზღვრო ამოცანის ამოხსნის ბუბნოვ-გალიორკინის მეთოდზე. მოღვაწეობდა სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის ჟანრში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.476; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.192-193; კარგ ქართველთა საფლავები : geonecropol.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |