The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ფუტკარაძე

იაკობ ფუტკარაძე
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 2015  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ვანის რაიონი, სოფელი ინაშაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1959 წელს.

1959 წლიდან იყო სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1994-1996წწ. დირექტორი. კითხულობს ლექსიებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იკვლევს ქართული სამართლისა და სახელმწიფოებრიობის პრობლემებს; ავტორია ათასამდე პუბლიკაციისა. 1999 წელს მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართველ მთიელთა სამართლის ისტორიისათვის", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 320; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: constcourt.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მდივანი (2004-)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოადგილე და პირველი კოლეგიის თავმჯდომარე (1996-)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, წევრი (1996-)

გააზიარე: