შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ბოხუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. 1982 წლიდან იყო თბილისში სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი, 1988–1990წწ. სსრკ–არაბეთის ერთობლივი წარმოების სამეცნიერო–პრაქტიკული და სასწავლო ცენტრის "ანგიოს" გენერალური დირექტორი. ქირურგ–ანგიოლოგი. მიღებული აქვს იტალიის გულ–სისხლძარღვთა ასოციაციის ოქროს მედალი, სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1985). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.476; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.204-234 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |