The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ბჟალავა

იოსებ ბჟალავა
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1904
გარდაცვ. თარიღი:29 ოქტომბერი, 1972  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სენაკის რაიონი, სოფელი ძველი სენაკი.

განწყობის თეორიის ძირითად პრინციპებზე დამყარებით სათავე დაუდო ფსიქიკის პათოლოგიურ გამოვლენათა კვლევა–ძიებას და საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ფსიქოლოგიის ერთ–ერთი დარგის, პათოფსიქოლოგიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. გამოავლინა განწყობის აღმოცენების, ჩამოყალიბებისა და დინამიკის კანონზომიერებანი სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებისა და თავის ტვინის განსხვავებული კერების ლოკალური დაზიანების შემთხვევაში. მნიშვნელოვან კვლევებს ატარებდა კიბერნეტიკისა და ფსიქოლოგიის მოსაზღვრე საკითხებზე. ფსიქოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1946). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.477

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: