The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივერი ფრანგიშვილი

ივერი ფრანგიშვილი
Date of birth:6 June, 1930
Date of death:28 February, 2006  (at 75 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Engineer, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1952 წელს.

1952-1953წწ. იყო ჰიდროენერგოპროექტის საქართველოს ფილიალის ინჟინერ-მაპროექტირებელი; 1953-1955წწ. საქენერგოს უფროსი ინჟინერი; 1955-1958წწ. ასპირანტი; 1959-1960წწ. ავტომატიკის, ელექტრომექანიკის და ტელემექანიკის ინსტიტუტის პირველი კატეგორიის ინჟინერი; 1970-1984წწ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1987 წლიდან სსრკ ატომური სადგურების ავტომატიზაციის გენერალური კონსტრუქტორი; 1987 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტს; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია, საარცევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო ფართოა: სისტემური მიდგომისა და ზოგადსისტემური კანონზომიერებების თეორიისა და პრინციპების დამუშავება სხვადასხვა ბუნების რთული სისტემების ფუნქციონირებისათვის; მოძრავი ობიექტების ამოცნობისა და აღმოჩენისათვის ახალი (ფონური) პრინციპების დამუშავება; ახალი კლასის პარალელური და გარდაქმნადი მრავალპროცესორიანი მმართველი გამოთვლითი სისტემების თეორიული საფუძვლებისა და პრინციპების დამუშავება. მისი კვლევების შედეგები წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დარგებში რთული სისტემების მართვისათვის. 300-ზე მეტი ნაშრომის(7 მონოგრაფია), ერთი აღმოჩენის, 50 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969), აკადემიკოსი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 319; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.279-280; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.332; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.230

Member of Organizations

  • კალიფორნიის მეცნიერების, ტექნიკის და ხელოვნების აკადემია, წევრი (1996-2006)
  • რუსეთის საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1990-2006)
  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (1991-2006)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-2006)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, პრეზიდენტი (1991-2006)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    რუსეთის ფედერაციაში საზოგადოების ''ქართველები რუსეთში'' საქმიანობაში ქართველი და რუსი ხალხების მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის
  • 1980 - რუსეთის მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

Bibliography


Share: