The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უშანგი გოჯიაშვილი

უშანგი გოჯიაშვილი
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2007  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1957 წელს.

1957-1965წწ. მუშაობდა დონბასში (უკრაინა) შახტების მშენებლობაზე; 1965-1986წწ. ენგურჰესის მშენებლობაზე; 1981-1986წწ. იყო ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1986-1988წწ. საქართველოს საავტომობილო გზების მინისტრის მოადგილე; 1988-1997წწ. "თბილმეტრომშენის" გენერალური დირექტორი; 1997-2000წწ. "თბილმეტრომშენის" უფროსის მოადგილე და "თბილმეტრომშენის" ეკატერინბურგის ფილიალის ხელმძღვანელი; 2000-2003წწ. მუშაობდა ქ. სოჭში N44 საგვირაბო რაზმის მთავარ ინჟინრად; 2003 წლიდან იყო ამავე რაზმის მთავარი ტექნოლოგი და გენერალური დირექტორის მრჩეველი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1988), რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტომშენებლობის საპატიო მედალი (2003). სამთო ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973). ავტორი 8 გამოგონების, ზოგი მადგანი დაინერგა ენგურჰესის მშენებლობაზე. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ტექნიკური ხასიათის სტატია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.133; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.122;  საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.91-92

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    სახელმძღვანელოს შექმნისათვის "შახტა-ლაბორატორია: უმაღლესი სკოლის სასწავლო-საწარმოო ბაზის ახალი ფორმა"
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: