The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ გრიგალაშვილი

დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 2004  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში; 1970-1990წწ. დუბნის (რუსეთი) ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში; 1990-2004წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; კვლევის ძირითადი მიმართულებაა ელემენტარული  ნაწილაკების ფიზიკა; ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.149

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, ნაშრომთა ციკლისათვის "ფარული უცნაურობის მქონე ბარიონული მდგომარეობების დამზერა და გამოკვლევა"
  • 1985 - ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის პრემია
  • 1981 - ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის პრემია
  • 1977 - ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის პრემია

გააზიარე: