The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ბრაილაშვილი

ნინო ბრაილაშვილი
ოფიციალური სახელი:ნინო ბრაილოვსკაია
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1899
გარდაცვ. თარიღი:2 ივნისი, 1991  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ლევანდოვსკის კერძო გიმნაზია თბილისში 1917 წელს; 1919 წლიდან ხატვას სწავლობდა ნატიფ ხელოვნებათა ხელშემწყობ კავკასიის საზოგადოების სკოლაში, 1924–1929 წლებში კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

1930 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში მხატვრად; მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში საქართველოსა და დაღესტანში; ასრულებდა ჩანახატებს, სადაც წარმოდგენილი იყო ქართველი ხალხის შემოქმედების ყველა სახე. 1937 წელს თ. თუმანიშვილთან ერთად დააარსა თბილისის სათამაშოების მუზეუმი. მის მიერ შექმნილი ეროვნული ხასიათის გამომხატველი თოჯინები პრემირებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე. მუშაობდა დაზგურ გრაფიკაში. 1964 წელს გამოსცა ქართული ეთნოგრაფიული ალბომების სერია. მხატვარ–გრაფიკოსი.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.477

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სათამაშოების მუზეუმი, ერთ-ერთი დამაარსებელი (1937-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
  • 1960 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: