შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზეინაბ ბოცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1968 წელს. 1964 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მაგდალენა(ფ. ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), ისმენე(ჟ. ანუის "ანტიგონე"), ოფელია და ელო(ო. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), დედოფალი, სოფლელი გოგონა, თხა, მოტირალი(სულხან–საბა ორბელიანის "სიბრძნე–სიცრუისა"), აგრაფინა დანელია და გულიკო(ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე"), ნელი(ნ. წულეისკირის, გ. გეგეჭკორის "ძველი სამრეკლო") და სხვ. კინოფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ფუნდუ("განძი"), ლელა("ერთი ცის ქვეშ"), მაყვალა("ჩქარი მატარებელი"), გოგონა("ცეცხლი და სიყვარული") ფატი("პალიასტომი"), დედა("ნერგები"), ქეთევან ბარათელი("მონანიება") და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.474 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |