The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ბოცვაძე

იოსებ ბოცვაძე
სხვა სახელი:სოსო
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 1981  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტები.

ლექციებს კითხულობდა თბილისის, ქუთაისის და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგე. მისი გამიკვლევები ეხება ქართული ლიტერატურის, კრიტიკისა და ჟურნალისტიკის აქტუალურ საკითხებს. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული პედაგოგიური აზრის შესწავლაში. ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი(1964), პროფესორი(1964). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.474

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედაგოგიური საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: