The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ბაკურიანის ძე

გრიგოლ ბაკურიანის ძე
დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:1086
დაკრძალვის ადგილი:პეტრიწონის მონასტერი, ბულგარეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

იმყოფებოდა ბიზანტიის ხუთი იმპერატორის სამსახურში: კონსტანტინე X დუკას (1059-1067), რომანოზ IV დიოგენის (1068-1071), მიხეილ VII დუკას (1071-1078), ნიკიფორე III ბოტანიატეს (1078-1081) და ალექსი I კომნენოსის (1081-1118); სხვადასხვა დროს მსახურობდა სომხეთში, იბერიასა (ტაოში) და სირიაში. იყო კარისა (ყარსის) და თეოდოსიოპოლის (კარნუქალაქის) განმგებელი; 1064 წელს ალფ-არსლანის შემოსევების დროს ანისის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1081  წელს მისი ხელშეწყობით ბიზანტიის საიმპერატორო კარზე მოხდა გადატრიალება, რის შედეგადაც ნიკიფორე III ბოტანიატე დაემხო და ტახტი ალექსი I-მა კომნენოსმა დაიჭირა; მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ბიზანტიის დედოფალ მარიამ-მართა-ყოფილთან ერთად იმპერატორ ალექსი I-ის (1081-1118) გამეფებაში, რომელმაც საფუძველი დაუდო ბიზანტიაში  კომნენოსების ახალ სამეფო დინასტიას; 1083 წელს მან პეტრიწონში(ბაჩკოვო, ბულგარეთი) დააარსა ქართველთა მონასტერი (პეტრიწონის მონასტერი), რომელსაც დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება დაუმკვიდრა; მონასტერს შეუდგინა "ტიპიკონი" ანუ წესდება, რომელიც XI საუკუნის II ნახევრის საქართველოს, ბულგარეთისა და საბერძნეთის ისტორიის საყურადღებო წყაროა; "ტიპიკონის" XIII საუკუნეში გადაწერილმა ბერძნულმა და ქართულმა ნუსხებმა ჩვენამდე მოაღწიეს; იგი დაიღუპა პაჭანიკებთან ბრძოლაში; XI საუკუნის ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის ჯერ აღმოსავლეთის, მერე დასავლეთის დიდი დომესტიკოსი(სარდალი), სევასტოსი, ძე ერისთავთერისთავ ბაკურიანისა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.150


გააზიარე: