Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
გრიგოლ ბაკურიანის ძე
Date of birth: | 10?? |
Date of death: | 1086 |
Burial location: | პეტრიწონის მონასტერი, ბულგარეთი |
Category: | Politician, Military Person |
Biography
იმყოფებოდა ბიზანტიის ხუთი იმპერატორის სამსახურში: კონსტანტინე X დუკას (1059-1067), რომანოზ IV დიოგენის (1068-1071), მიხეილ VII დუკას (1071-1078), ნიკიფორე III ბოტანიატეს (1078-1081) და ალექსი I კომნენოსის (1081-1118); სხვადასხვა დროს მსახურობდა სომხეთში, იბერიასა (ტაოში) და სირიაში. იყო კარისა (ყარსის) და თეოდოსიოპოლის (კარნუქალაქის) განმგებელი; 1064 წელს ალფ-არსლანის შემოსევების დროს ანისის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1081 წელს მისი ხელშეწყობით ბიზანტიის საიმპერატორო კარზე მოხდა გადატრიალება, რის შედეგადაც ნიკიფორე III ბოტანიატე დაემხო და ტახტი ალექსი I-მა კომნენოსმა დაიჭირა; მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ბიზანტიის დედოფალ მარიამ-მართა-ყოფილთან ერთად იმპერატორ ალექსი I-ის (1081-1118) გამეფებაში, რომელმაც საფუძველი დაუდო ბიზანტიაში კომნენოსების ახალ სამეფო დინასტიას; 1083 წელს მან პეტრიწონში (ბაჩკოვო, ბულგარეთი) დააარსა ქართველთა მონასტერი (პეტრიწონის მონასტერი), რომელსაც დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება დაუმკვიდრა; მონასტერს შეუდგინა "ტიპიკონი" ანუ წესდება, რომელიც XI საუკუნის II ნახევრის საქართველოს, ბულგარეთისა და საბერძნეთის ისტორიის საყურადღებო წყაროა; "ტიპიკონის" XIII საუკუნეში გადაწერილმა ბერძნულმა და ქართულმა ნუსხებმა ჩვენამდე მოაღწიეს; იგი დაიღუპა პაჭანიკებთან ბრძოლაში; XI საუკუნის ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის ჯერ აღმოსავლეთის, მერე დასავლეთის დიდი დომესტიკოსი (სარდალი), სევასტოსი, ძე ერისთავთერისთავ ბაკურიანისა.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.150
|