შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუარსაბ ბოცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფელი ნოღა. დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო წყალტუბოში, შემდეგ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, გადაიყვანეს. 1888 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისსა და სხვა ქალაქებში. 1908 წელს დააარსა ყოველთვიური პედაგოგიური ჟურნალი "განათლება". 1908–1918წწ. იყო ამ ჟურნალის რედაქტორი. მას ეკუთვნის 350-მდე პედაგოგიური ნაშრომი და სტატია, სასწავლო პროგრამები სახალხო სკოლებისათვის. ლ. ბოცვაძის პედაგოგიური შეხედულებების საფუძველია ხალხურობის იდეა: საყოველთაო სავალდებულო და უფასო სწავლება ყველა ბავშვისათვის, ქალისა და ვაჟის თანასწორი განათლება, მშობლიური ენის მთავარი ადგილი სწავლებაში, პატრიოტიზმისა და შრომისმოყვარეობის აღზრდა. მან წამოაყენა ახალი სკოლის პრინციპები: სკოლის კავშირი ცხოვრებასთან, სწავლების საერო ხასიათი, სკოლისა და ოჯახის კავშირი აღზრდის საქმეში, მასწავლებლის წამყვანი როლი აღზრდისა და სწავლების პროცესში, მასწავლებლის მუშაობის ჰუმანური მეთოდები. სწავლებისა და განათლების თეორიაში იაკობ გოგებაშვილის მიმდევარი იყო. საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.474 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |