The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ფოცხვერია

დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1981 წელს.

1982-1985წწ. იყო ტელე-რადიო დეპარტამენტის სპორტულ გადაცემათა მთავარი რედაქციის შტატგარეშე კორესპონდენტი; 1985-1990წწ. ჟურნალ "მართვეს" ლიტმუშაკი; 1990 წელს გაზეთ "თბილისის" ინფორმაციის განყოფილების გამგე; 1990-1995წწ. გაზეთ "სარბიელის" მთავარი რედაქტორი; 1995 წლიდან გამომცემლობა "მარდის" დირექტორი; 1997 წლიდან "სარბიელის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ქართულ და უცხოურ გამოცემებში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 318


გააზიარე: