The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონი ფირცხალაიშვილი

ჯონი ფირცხალაიშვილი
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მათემატიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1970 წელს; 1973 წელს ორჯონიკიძის საერთო-საჯარისო სასწავლებელი; 1978 წელს ფრუნზეს სახელობის საერთო-საჯარისო სამხედრო აკადემია.

1970-1974წწ. იყო ოცეულის მეთაური; 1972-1973წწ. ასეულის მეთაური; 1973-1974წწ. ბატალიონის შტაბის უფროსი; 1974-1978წწ. ბატალინოს მეთაური; 1978-1981წწ. პოლკის შტაბის უფროსი; 1981-1982წწ. პოლკის მეთაურის მოადგილე; 1982-1983წწ. პოლკის მეთაური; 1983-1985წწ. დივიზიის შტაბის უფროსი; 1985-1988წწ. დივიზიის მეთაური; 1988-1990წწ. ვინიცის ოლქის სამხედრო კომისარი; 1990-1991წწ. საქართველოს სამხედრო კომისარი; 1992-1993წწ. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამხედრო კონსულტანტებისა და ინსპექტორების ჯგუფის უფროსის მოადგილე - მთავარი სამხედრო კონსულტანტი; 1996 წელს სახმელეთო ჯარების სარდალი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 1998-2003წწ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. მიღებული აქვს მედალი "სსრკ შ.მ. 60 წელი" (1978) და III ხარისხის მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის" (1981), გენერალ-ლეიტენანტი (1999).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 317; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.118;  წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.319

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი (1998-2003)
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრი (1991-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 2000 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1982 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1973 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: