The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ დადიანი

დაბადების თარიღი:1770
გარდაცვ. თარიღი:23 დეკემბერი, 1804  (34 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

1789 წელს სოლომონ II–ს დაეხმარა იმერეთის სამეფო ტახტის დაუფლებაში; 1792 წელს მას დაუპირისპირდა სოლომონ II–ის ძმა მანუჩარი, რომელმაც მეფის დახმარებით გააძევა იგი ოდიშიდან; იგი აფხაზეთის მთავრისა და იმერეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტის დავით II–ის დახმარებით რამდენჯერმე შეეცადა ოდიშის ტახტის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ; გადავიდა ქართლ–კახეთის სამეფოში, შემდეგ ერეკლე II–ის დახმარებით შეურიგდა სოლომონ II–ს და ერთხანს მასთან იმყოფებოდა; მალე ქუთაისიდან გაიქცა და დაიბრუნა ძალაუფლება; თავის მეტოქეს მანუჩარს საუფლისწულოდ მისცა სალიპარტიანო; რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაკარგა ტახტი, რომელიც საბოლოოდ დაიბრუნა 1802 წელს; ამ დროისათვის სოლომონ II–ს გადაწყვეტილი ჰქონდა ოდიშის სამთავროს გაუქმება; შევიწროებულმა გრიგოლმა დახმარებისათვის მიმართა აფხაზეთის მთავარს და მძევლად მისცა ტახტის მემკვიდრე ლევანი; დახმარება სთხოვა რუსეთის მთავრობასაც; 1803 წელს რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი მიიღო; ამავე წელს მან ხელი მოაწერა მფარველობით ხელშეკრულებას, რომელიც ალექსანდრე I–მა 1804 წელს დაამტკიცა; ოდიშის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით; ოდიშის მთავარი (1788-1804).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.151


გააზიარე: