შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერმანე ფაცაცია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1977წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1983წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1984წწ. მასწავლებლების მომზადების ცენტრის უფროსი მასწავლებელი; 1984-1990წწ. ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1990-1991წწ. საქართველოს კპ ცკ-ის საქმეთა მმართველობის განყოფილების გამგე; 1991 წ. საქართველოს ეროვნული პოლიტიკური ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "აფხაზეთის დეპუტაცია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წლების მანძილზე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ, სამეცნიერო და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. არის წიგნების და 200-ზე მეტი სტატიის ავტორი. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი. დისერტაციის თემა - "ცოდნის თეორიული და ემპირიული დონეების თანაფარდობა სოციოლოგიაში", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 316; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.37; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 328 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |