Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბოცო ბოცოსძე![]()
BiographyXIII საუკუნის I ნახევარის ქართველი მოღვაწე, სამცხის დიდგვაროვან ფეოდალთა–ბოცოსძეთა პირველი თაობის წარმომადგენელი, ბოცო ჯაყელის ძე, ჩუხჩარი(სამხედრო უწყების დიდი მოხელე) თამარ მეფის დროს. ლაშა–გიორგის ლაშქრობაში განძაზე(დაახლოებით 1213-1214) ბოცოსძე სხვა მესხებთან ერთად მეთაურობდა წინამბრძოლთა გუნდს და თავი გამოიჩინა სიმამაცით. 1226 წელს, ჯალალედინის შემოსევის დროს, რუსუდან მეფემ ძმებს – ბოცოს და მემნას დაავალა თბილისის დაცვის ხელმძღვანელობა. ქალაქში მცხოვრებ სპარსელთა შინაღალატის შედეგად მტერი ქალაქში შეიჭრა. თბილისის დამცველები ბოცოსძის მეთაურობით ისანში გამაგრდნენ. ამის შემდეგ ბოცოსძე წყაროებში აღარ იხსენიება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.474
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |