The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო ფაჩულია

კარლო ფაჩულია
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემის გრაფიკის განყოფილება 1970 წელს, 1975 წელს სსრკ სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო.

1969-1973წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვარი; 1985 წლიდან გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს"; 1998 წლიდან გაზეთ "ქომაგის" მხატვარ-რედაქტორი. 1970 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის გამოფენათა დირექციაში, ნოიებრანდენბურგის კულტურის განყოფილების ფონდში, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, საქართველოს, რუსეთის, გერმანიის კერძო კოლექციებში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნოველა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 316; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.81;  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 230-231

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება, წევრი (1996-)
  • მხატვართა კავშირი, წევრი (1976-)
  • პალანგის ილუსტრაციის ჯგუფი, წევრი (1976-)
  • ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1984-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - პრემია "საგურამო"
  • 2002 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: