შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუბა ბოჭორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუშეტი, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1935 წელს. მუშაობდა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ეთნოგრაფიულ განყოფილებაში; ნაშრომში "ქართული კერამიკა", წამოაყენა დებულება ქართული ხალხური კერამიკის ტიპოლოგიური ერთიანობისა და მისი ძველი ქართული მეთუნეობის კულტურიდან მომდინარეობის შესახებ; დაადგინა ამ კულტურის უშუალო კავშირი ჩრდილოეთ კავკასიასა და წინა აზიის ანალოგიურ კულტურებთან. აღსანიშნავია მისი წვლილი ქართული ხალხური კოსტიუმისა და ხალხური ოქრომჭედლობის შესწავლაში, ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფის და ისტორიული ეთნოგრაფიის პრობლემების კვლევაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.475
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |